Qazvin
DISCOVER IRAN II
 
Hamdullah Mostofi Tomb

Hamdullah Mostofi Tomb

ჰამდულაჰ მოსტოფის აკლდამა

თალაღანის ქუჩაზე მდებარე ეს ნაგებობა ილ-ხანთა დინასტიის ეპოქას ეკუთვნის. იგი კონუსისებრი, ლურჯი აგურებისგან აშენებული, კოშკია, ფართობი კი 280 კვ.მ-ს შეადგენს. აკლდამის შესასვლელში არაბულად წერია, „ არ არსებობს სხვა ღმერთი გარდა ალაჰისა, ყველაზე სამართლიანი და მუჰამედი არის ალაჰის წინასწარმეტყველი, პატიოსანი ადამიანი“. შენობის ინტერიერი ფირუზისებრი ფილებითაა მოპირკეთებული. სვეტებზე კი „ენსან“-ის სტროფებია გამოკვეთილი.

ჰამდულაჰ მოსტოფი იყო, პოეტი,ისტორიკოსი და დიდი მწერალი, რომელიც მე-13 საუკუნეში მოღვაწეობდა, ის 1250 წელს დიბადა და 1320 წელს გარდაიცვალა.

მოსტოფის ოჯახი, ისტორიულად ყაზვინის მმართველი იყო. იგი ჰაჯი რაშიდულდინ ფაზულას ახლო მეგობარი იყო და ილ-ხანთა სამეფო კარაზე მდივნად მოღვაწეობდა.

ქალაქის ხმაურიან ცენტრს მოშორებული ეს ულამაზეში ადგილი კარგი განტვირთვის საშუალებაა ყაზვინის გარშემო მოგზაურობის შემდეგ.